ადაპტაცია წყალნაკლი მომავლისთვის: მდგრადი წყალმომარაგების გადაწყვეტილებები საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის
საქართველოში წყლის ხელმისაწვდომობის სეზონური ცვალებადობა, გვალვები, წყალდიდობები და მწყობრიდან გამოსული, არაეფექტიანი სარწყავი სისტემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში უწყვეტი წყალმომარაგება საფრთხის წინაშე დგას. წყლის მართვის გაძლიერება, საცავების მოდერნიზება და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მოსახლეობას შეუნარჩუნდეს საარსებო წყაროები და საფრთხის ქვეშ არ დადგეს სურსათით უზრუნველყოფა.