სტატისტიკა ციფრებში

თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს.

პროდუქტიული წელი

მხარდაჭერილი პროექტი

დახარჯული თანხა

პარტნიორი

მიიღე ჩვენი მხარდაჭერა

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი ამბები

ამბები ადამიანებზე, მრავალფეროვან საქმეებსა თუ ინიციატივებზე, რომლებიც დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ევროსაბჭოში

საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დისკუსიის გამართვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული დისკუსია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიიის ფარგლებში გაიმართა. სესიას ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც მართავდნენ შეხვედრებს ევროსაბჭოს ორგანოს წარმომადგენლებთან საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემური და მასობრივი დარღვევების საპასუხოდ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან […]

უვიზო მიმოსვლასან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხსიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია. მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული […]

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პასუხი ანტიკორუფციულ ბიუროს

2025 წლის აგვისტოში, შვიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს იმის შესახებ, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად. შვიდივე წერილი იდენტური და შაბლონურია. სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში, ანტიკორუფციული ბიურო გამოარჩევს ხუთ საკითხს, რაც მათ „საეჭვოდ“ მიიჩნიეს. ამ საკითხების […]

ივანიშვილ/კუპრაშვილის ბიურო ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას აგრძელებს

2025 წლის 11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად. მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული […]

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ გაჩერდეს – ქეთი ხუციშვილი

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ გაჩერდეს. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს.“ – ქეთი ხუციშვილი ქვეყნის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის – დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო. ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ: მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი […]

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები: არ გავცემთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე ცნობებს, საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ვებგვერდებზეა ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, […]

რა მტკიცებულებები აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოში ფონდის წინააღმდეგ

ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს მეშვეობით, ფონდისგან მოცულობითი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გადაცემას ითხოვს (ვინაობები, ფოტო-ვიდეო მასალა, მიმოწერა და სხვა ინფორმაცია). ამ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად ანტიკორუფციული ბიურო მტკიცებულებად ასახელებს ფონდის მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობას: • ფონდი ხელს უწყობდა არჩევნებზე დაკვირვებასა და მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სიკეთეების გაცნობას; • ფონდი იცავდა ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერდა ევროინტეგრაციისკენ მიმართულ ინიციატივებს; • […]

საბა ბრაჭველი რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნის შესახებ

რა ინფორმაციას ითხოვს რაჟდენ კუპრაშვილი ფონდისგან და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან? როგორ ვაპირებთ ეს ორგანიზაციები ბრძოლის გაგრძელებას ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად? საბა ბრაჭველი მიმოიხილავს სასამართლოს ბრძანებას, რომელიც ფონდს რაჟდენ კუპრაშვილისთვის ინფორმაციის გადაცემას ავალებს.

რაჟდენ კუპრაშვილი ფონდის წინააღმდეგ

ქეთი ხუციშვილი ვრცლად მიმოიხილავს სასამართლოს ბრძანებას, რომელიც ფონდს რაჟდენ კუპრაშვილისთვის პერსონალური ინფორმაციის გადაცემას ავალებს. „გაგვიჩნდა განცდა, რომ მათ უნდათ, ყველა ახალი რეპრესიული კანონი გამოიყენონ, რომ იქნებ რომელიმეთი მაინც შეგვრაცხონ დამნაშავეებად. მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურება ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ბელარუსში და სხვა დიქტატორულ ქვეყნებში“ქეთი ხუციშვილი ვრცლად მიმოიხილავს სასამართლოს ბრძანებას, რომელიც ფონდს რაჟდენ კუპრაშვილისთვის პერსონალური […]

ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს

17 ივნისს რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ […]

ქეთი ხუციშვილის სიტყვა ევროპარლამენტში

ქეთი ხუციშვილის სიტყვა პრეს-კონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების შემდეგ „დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღეს ჩვენ საქართველოში რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მომსწრენი ვართ. სანამ ხელისუფლება იყენებს რეპრესიების რუსულ მეთოდებს – დაკავებებს, აქციების ძალადობრივ დაშლას – ქართველი ხალხი იბრძვის. უკვე 200-ზე მეტი დღეა, ქართველი ხალხი იბრძვის […]

ივანიშვილის ფარას სამიზნეა ნებისმიერი სახის კრიტიკა მთავრობის მიმართ – საბა ბრაჭველი

რით განსხვავდება ივანიშვილის ფარა ამერიკული FARA-სგან, ვის ეხება ის და რა ვერსიები არსებობს ამ პირობებში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის გასაგრძელებლად – საბა ბრაჭველი განმარტავს კანონს, რომელიც ადამიანების გაჩუმების მორიგი მცდელობაა და, ფაქტობრივად, საქართველოში ქართველებს აქცევს უცხოელებად.

ზრუნვა, პრევენცია, უფლებები – CPR პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

ზრუნვა, პრევენცია, უფლებები – ამ პრინციპების ერთობლიობა საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ CPR პროექტს, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრობლემების მქონე პირების კეთილდღეობაზე და მათთან დაკავშირებულ სირთულეებზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდთან ერთად, სისტემური ცვლილებების მიღწევასა და მკურნალობისა თუ მოვლის სისტემების გაუმჯობესებას ექვსი პარტნიორი ორგანიზაცია ცდილობდა: ალტერნატივა ჯორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის […]

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არიან ქცეულნი, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშული კანონი […]

მხარდაჭერა დამოუკიდებელ ქართულ კინოს – საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინალეზე ქართულ სტენდს უკვე მეორედ აწყობს

რომ არა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები, სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ახლა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე იქნებოდა როგორც დოკუმენტური მინი სერიალის მთავარი გმირი და ამ გადაღების ფარგლებში ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ მოგვიყვებოდა. „შვიდი მწვერვალი: გარდასახვის გზა“ – სერიალის ამ პროექტს ახლა საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი გმირის გარეშე, ანდროს გარეშე წარადგენს. ჩანაფიქრის მიხედვით, ფილმის პირველი სერიის […]

ციცინათელების ქვეყანა უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის

ყოველი დღე „ციცინათელების ქვეყანაში“ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს ეთმობა. აქ მათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან და მძიმე ყოველდღიურობას უმსუბუქებენ. საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი, სადაც ყველა სახის მომსახურება უფასოა, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდის ინიციატივით 2017 წელს გაიხსნა. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომლებიც […]

ვანო ჩხიკვაძე ქვეყნის ევროინტეგრაციის გამოწვევების შესახებ

ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის მიხედვით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმის შენარჩუნება, რაც ახლა გვაქვს ქვეყანას – ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების ხელშეკრულება… ამ ეტაპზე, ქართველი ხალხის ნება არის უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იჭერს – ვანო ჩხიკვაძე ქვეყნის ევროინტეგრაციის გამოწვევების შესახებ.

საბა ბრაჭველი სამოქალაქო პროტესტის განვითარების მოლოდინებს, არალეგიტიმური მთავრობის ქმედებებსა და საერთაშორისო მხარდაჭერის მასშტაბს მიმოიხილავს

“ყოველ დღე გადაკეტილი რუსთაველი არის ქართველი ხალხის მიერ ნათქვამი მორიგი სიტყვა, რომ ისინი არ შეეგუებიან უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომას, არჩევნების მიტაცებას და სურთ ცხოვრება თავისუფალ ქვეყანაში”

ვანო ჩხიკვაძე საერთაშორისო სანქციებისა და მოლოდინების შესახებ

ქართული ოცნება ცდილობს, დეზინფორმაციითა და დაჭერებით ხალხს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფება დაუნგრიოს. რეალურად, საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვა არა მხოლოდ დემოკრატიის ან ერთი ინდივიდის პრობლემაა, არამედ ეს იქნება მთელი ქვეყნის პრობლემა, რადგან ეს დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას, კეთილდღეობას და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება – ვანო ჩხიკვაძე საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე საერთაშორისო სანქციებისა და მოლოდინების შესახებ.

პრემია „თავისუფალი“ 2024 – გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პრემიის „თავისუფალი“ გამარჯვებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე გამოვლინდნენ. ამ პრემიის მიზანი თავისუფალი შემოქმედებისა და აზროვნების წახალისება და დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციების / არტისტების საქმიანობის მხარდაჭერაა. ვინაიდან ფონდი ყოველთვის იყო თავისუფალი ადამიანების გვერდით, ყოველივე ქართულის გულშემატკივრად, ჩვენ პრემიის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო სპექტაკლი – „ნინო, ჩემი აფროდიტე“ (თეატრი ათონელზე) – 10,000 ლარით დავაჯილდოვეთ. საგულისხმოა, რომ პრემიის მფლობელები – […]

საბა ბრაჭველი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე

კრძალვენ პირადი მოსაზრების ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას – ეს არის ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და ყველანაირი პროტესტის შესაძლებლობის გაუქმების მცდელობა – საბა ბრაჭველი განმარტავს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც რეპრესიებს აძლიერებს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ

ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტების შესახებ. არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია. ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა თუ ჟურნალისტების მიმართ. […]

არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია

დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების, ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების იმ სქემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესში. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სქემის გარდა მოქმედებდა, ასევე, სხვა სქემები (კრიმინალური ჯგუფების გამოყენება ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, ამომრჩევლების მოსყიდვა და მათზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით) რაც […]

„განსხვავებულები – საერთო მიზნისკენ“– საქართველოს დამოუკიდებელი სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეორედ მოეწყო

„განსხვავებულები – საერთო მიზნისკენ“– 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები და მწერლები წელსაც დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგნენ. უკვე მეორე წელია, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობას ოთხი წამყვანი გამომცემლობის – „არტანუჯის“, „ინტელექტის“, „პალიტრა L“-ისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ – ორგანიზებითა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სტუმრობს. საქართველოს დამოუკიდებელი სტენდის მოწყობის საფუძველი კვლავ არის კულტურის […]

ლაზარე, რომელმაც ნიქოზელ ბავშვებს კლდეზე ცოცვა შეაყვარა

ნიქოზში ახალგაზრდებს გაზაფხულის მოსვლა იმიტომ უხარიათ, რომ მეკლდეურობაში ვარჯიშს იწყებენ. უფრო ხშირად ჩამოდის ლაზარე, მათი მთავარი მწვრთნელი და გულშემატკივარი, რომელმაც მოიარა თბილისი, ძეგვისა და ბედიანის ბავშვთა სახლები, აგვისტოს ომი, არაერთი მონასტერი და მერე ამ ბავშვების ახალი, ჯანსაღი ინტერესის სულისჩამდგმელად იქცა. მალე, ნიქოზის ბავშვების ზამთრის მოწყენილობასაც შეავსებს სავარჯიშო დარბაზი, რომელიც აწ უკვე მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლაზარე […]

რატომ ევროპა? – საქართველოს კინოინსტიტუტის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

რატომ ევროპა? ამ კითხვას ეხმაურება ფილმი „ვერიფიკაცია“, რომელიც საქართველოს კინოინსტიტუტის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ჟიურის გადაწყვეტილებით, გიორგი გოცირიძისა და გიორგი აბაშვილის რეჟისორობით შექმნილი ფილმი არის „სხარტი, ზუსტი და ზომიერი. ყველა წამი, ჟესტი, ყველა სიტყვა ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მარტივი საზეპირო: საქართველო არის ევროპა და ჩვენი ევროპული მომავალი მარტივი არჩევანით ჩვენვე უნდა გავაფორმოთ“. მოკლემეტრაჟიანი […]

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გადაწყვეტილება უცვლელია: ჩვენ რუსულ კანონს არ დავემორჩილებით და ღირსებისშემლახველ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით. ფონდის ამ გადაწყვეტილების მიზეზიც უცვლელია: რუსული კანონი მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება რუსული კანონის გაუქმებამდე! არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, პრეზიდენტისა და […]

ილია და ცხოველები – გზა ოცნების საქმემდე

„მადლიერება განა მხოლოდ ადამიანს შეუძლია?! ცხოველების თვალებშიც ასეთივე მადლიერებას ვკითხულობ მაშინ, როცა ვცდილობ, სიცოცხლე შევუნარჩუნო“, გვიზიარებს ილია ჯინჭარაძე, რომელიც ბავშვობის საოცნებო პროფესიას სწავლობს და ანაზღაურებად სტაჟირებას ვეტერინარულ აფთიაქში გადის. მამა ვეტერინარი ექიმი იყო და ილიასაც სულ უნდოდა, რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა. ძალიან უყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვაც არასდროს ეზარებოდა. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ილია […]

პროფესიული სამოთხე = ზალცბურგის სემინარები

პროფესიული სამოთხე – ასე იხსენებს ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე ზალცბურგის სამედიცინო სემინარებს, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით უკვე რამდენჯერმე ჰქონდა. ზალცბურგის სამედიცინო სემინარები არის პლატფორმა, სადაც ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში მომუშავე პირები კოლეგებისთვის ცოდნის გასაზიარებლად ერთიანდებიან. აქ მიღებული გამოცდილება პირდაპირ კავშირშია ადგილობრივ დონეზე ექიმების კომპეტენციებისა და პაციენტების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებასთან. ზალცბურგის სამედიცინო სემინარები არის ნაწილი […]

როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების […]

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართა

ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის 9-10 ივლისს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, ასევე გერმანიის ბუნდესთაგის წევრებმა: რობინ ვაგენერმა (გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის […]

ტყუპი დების გზა თვითგანვითარებისკენ

ტყუპებზე ამბობენ, უერთმანეთოდ ვერ ძლებენო. განუყოფელ კავშირზე საუბრობენ ანა და ნანიკოც – ტყუპი დები, რომლებიც ბავშვობიდან იზიარებდნენ ჯერ სახლში, სკოლაში, სარეაბილიტაციო ცენტრებსა თუ სასწავლებელში არსებულ გარემოს, მერე კი LINKS პროექტის კურსებშიც თანმიმდევრულად ჩაერთნენ. სკოლის დამთავრებისთანავე, ქალაქ გორში მცხოვრებმა გოგოებმა ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების ძიება დაიწყეს. პროფესიული სასწავლებელი საერთო არჩევანი იყო – თანაც, ადგილზე არსებული დამხმარე სპეციალისტის […]

ეტლით მოსარგებლე სოფიოს გზა სტერეოტიპებიდან თავდაჯერებულობამდე

„შშმ პირი თუ ხარ, ხშირად, გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ ვერ დასაქმდები, რაღაცას ვერ შეძლებ, ვერ გააკეთებ… მეც არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს საჭიროებებზე მორგებული სამუშაო გარემო მოიძებნებოდა მანამ, სანამ ეს შესაძლებლობა არ მომეცა“, გვიამბობს სოფიო ქოქოლაძე, რომელიც LINKS პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო კურსებს დაესწრო და ახლა ანაზღაურებად სტაჟირებას გადის. სოფიო მე-9 კლასში იყო, როცა სკოლიდან გამოვიდა. ექიმებთან ვიზიტების […]

სასწრაფოს მოსვლამდე – ნანა პირველად დახმარებას თანასოფლელების მხარდასაჭერად სწავლობს

„სოფელში როცა სასწრაფო იგვიანებს, მე შემიძლია, ადამიანებს დროულად დავეხმარო და იქნებ მათი სიცოცხლეც ვიხსნა“ – გვიზიარებს ნანა გულედანი, რომელიც პირველი დახმარების აღმოჩენას სწავლობს, რათა საკუთარი თემი გააძლიეროს. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 26 წლის ნანა წითელი ჯვრის აქტივობებშია ჩართული. ერთ დღეს, როცა ნანამ 3 მცირეწლოვანი შვილი სკოლასა და ბაღში გააცილა, გადაწყვიტა, რომ თავისუფალი დრო პროდუქტიულად, საკუთარი […]

სხვა ამბები

პუბლიკაციები

კვლევები, ანგარიშები, ანალიტიკური დოკუმენტები თუ ლიტერატურა, რომელიც ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა ან/და გამოიცა.

საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის მითედოლოგია კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სრულად

სტატუსმეტრი 2.0 – როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა, 12 საზოგადოების ორგანიზაციის არაფორმალურმა კოალიციამ[1] შეიმუშავა ხედვა 9 ნაბიჯის განხორციელების შესახებ და შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმების მიმდინარეობის მონიტორინგი გააგრძელა. კოალიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფი პროგრესის ხელშეწყობა, ევროკავშირში გაწევრების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და მოლაპარაკებების დროულად […]

სრულად

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევბი – ანგარიში

ავტორები: ნანო ზაზანაშვილი; თამარ ამაშუკელი; ანა ხუროძე; ელენე ხუნდაძე როგორი სამშენებლო ტენდენციებია თბილისის ისტორიულ ნაწილში? რა ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე? – „ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა. კვლევა მომზადებულია პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. კვლევა შეისწავლის პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის […]

სრულად

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია – კვლევა

აკადემიური კვლევა „საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია” კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise (გნომონ ვაიზი), ღია საზოგადოების ფონდის დაკვეთით მოამზადა. კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური პრობლემა არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ძალაუფლება, რომელიც სასამართლო შტოს სრულ ძალაუფლებას ერთი ინსტიტუტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი მაკონტროლებელი სამოსამართლო ელიტის ხელში აქცევს. დოკუმენტის თანახმად, ინსტიტუციური რეკონსტრუქციის საკვანძო დებულებად, ვერტიკალურად ინტეგრირებული სრული ძალაუფლების […]

სრულად

საადვოკაციო დოკუმენტი – 2023 წელს რაჭასა და გურიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების მართვა

საადვოკაციო დოკუმენტი – ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ – 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ გარემოებებს ეხმიანება. დოკუმენტი, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საიამ მოამზადა, სვამს საკვანძო შეკითხვებს როგორც სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, ისე, სამაშველო ოპერაციის მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. დოკუმენტის პრეზენტაცია 2023 წლის 13 ნოემბერს შედგა. დოკუმენტი არსებულ […]

სრულად

შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტურობა

ანგარიში ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისა და მათი ბენეფიციარების კვლევას ეფუძნება. დოკუმენტში მათი გამოცდილებები და მთავარი გამოწვევებია გაანალიზებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს. ანგარიშის პირველი ნაწილი განიხილავს შრომის ინსპექციის მიმართ ნდობის შემასუსტებელ იმ ფაქტორებს, რომელთა გამოც, შესაძლოა, დასაქმებულებმა ინსპექციისთვის მიმართვას თავი აარიდონ. კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტირების პროცესში მონაწილე დასაქმებულთა იდენტიფიცირებისგან დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, […]

სრულად

ანტრეპრენერობა – ახალი ინტერაქციული სახელმძღვანელო

ავტორი: ნინო ანდრიაძე თანაავტორები: ელენე ჯღარკავა; ეკატერინე ბაბუნაშვილი; ნონა ზუბიტაშვილი; მარიკა ზაქარეიშვილი; სურია კუმარი; შოთა მურცხვალაძე ეს სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში. LINKS ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და […]

სრულად

ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ერთიანი საქართველო ევროპისთვის – ასე ჰქვია ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა, კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან (IJH) ერთად დაიწყო. 3 მილიონზე მეტი ბიუჯეტით, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით. ამასთან, პროექტის მიზანია, გააძლიეროს დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, მედია, […]

სრულად

სხვა პუბლიკაციები

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

AltStyle によって変換されたページ (->オリジナル) /