AgrUni
GE
ნიადაგის ლაბი

ნიადაგის ლაბი

ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორია

ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის განყოფილება ჩამოყალიბდა 2006 წელს. იდეის ინიციატორები იყვნენ ევროპაში ორგანული სოფლის მეურნეობის დარგში პირველი პროფესორი, გერმანიის ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტი, პროფ. ჰარტმუნტ ფოხტმანი და კასელის უნივერსიტეტის პროფ. ანგელიკა პლოეგერი. ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და თანამშრომლების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდა ცნობილი გერმანელი მეცენატის ჰაინც ფერის დაფინანსებით. ლაბორატორიას გააჩნია მრავალწლიანი საერთაშორისო, სამეცნიერო, საექსტენციო, კვლევითი და საგანმანათლებლო გამოცდილება. იგი მომსახურებას უწევს ფერმერებს, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ლაბორატორია ახორციელებს მაღალი სიზუსტის კვლევებს ISO და FAO სტანდარტებითა და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

ლაბორატორია ჩართულია სახელმწიფო პროექტებში: „დანერგე მომავალი", „შეღავათიანი აგროსესხი", „აწარმოე საქართველოში", იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ქვეშ არსებული ნიადაგების კვლევა შესაბამისი გრაფიკით (5, 10 და 15-წლიანი), მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილებასთან დაკავშირებული ნიადაგების ლაბორატორიული კვლევა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე გაიცემა:

  • დასკვნა ნიადაგის ნაყოფიერების შესახებ
  • რეკომენდაციები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემის შესახებ
Agr Niadag 2
Agr Niadag 1
Agr Niadag 3

ნიადაგის ლაბორატორია

ნიადაგის ლაბორატორია

ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორია

საკონტაქტო ინფორმაცია

თეო ურუშაძე

დიანა ხომასურიძე

  • pH
  • კარბონატები
  • მექანიკური შედგენილობა
  • ორგანული ნივთიერებები (ჰუმუსი; Cორგ; C/N)
  • ხსნადი მარილები
  • შთანთქმული კათიონები
  • ჰიგროსკოპული წყალი
  • ელემენტები (N, P, K, Ca, Mg, Na, Mn, Cu, Zn, Fe, B)
  • მძიმე ლითონები (Pb, Cd, Cu, Zn, Ni, Cr)

  • pH
  • ტენი
  • ორგანული ნივთიერებები
  • ხსნადი მარილები
  • ელემენტები (N , P, K, Ca, Mg, Pb, Cd, Cu, Zn, Ni, Cr)

  • ტენი
  • ელემენტები (N, P, K, Ca, Mg, Mn, Fe, Zn, B, Cu, Mo)

AltStyle によって変換されたページ (->オリジナル) /