მეგობრული სივრცის პოლიტიკა
მეგობრული სივრცის პოლიტიკა - ვიკიმედიის საზოგადოების პერსონალური ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სარეკომენდაციო პოლიტიკა, რომელიც ურჩევს ყველა მონაწილეს, ხელი შეუწყოს პოზიტიური და კონსტრუქციული გამოცდილების გაზიარებას თითოეულ მონაწილეს შორის.
მეგობრული სივრცის ძირითადი პოლიტიკა ვიკიმედიის პროექტების დროს
ვიკიმედიის საზოგადოება ცდილობს უზრუნველყოს პოზიტიური გამოცდილება ყველასთვის, განურჩევლად სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, რელიგიის, ან სასურველი თავისუფალი ლიცენზიის (და არა მხოლოდ ამ ასპექტებით). ჩვენ არ ვეგუებით კონფერენციის მონაწილეების შევიწროებას. მონაწილე, რომელიც არღვევს ამ წესებს, ღონისძიების ორგანიზატორების შეხედულებისამებრ შესაძლოა მოეთხოვოთ კონფერენციის დატოვება.
განმარტება ან შევიწროება
შევიწროება მოიცავს:
- შემტევი სიტყვიერი კომენტარი დაკავშირებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის, ინვალიდობის, ფიზიკური გარეგნობის, სხეულის ზომის, რასის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების თუ რელიგიისა.
- განზრახ დაშინება, დევნა, პირადი ფოტომასალით დაშინება, ან ჩაწერის შენარჩუნება და შანტაჟი.
- უკონტესტოდ სექსუალური სურათების ჩვენება, არასათანადო ფიზიკური კონტაქტი და არასასურველი სექსუალური ყურადღება.
მონაწილემ თუ თქვა, შეწყვიტეთ ასეთი საქციელი დაუყონებლივ უნდა შეასრულოთ.
მაკორექტირებელი ქმედებები
ვიკიმედია საზოგადოების ღონისძიებები იმართება მოხალისეების მიერ, ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორები დამოკიდებული არიან ყველა დამსწრეს დახმარებით, რომ ყველამ შეინარჩუნოს მეგობრული სივრცის პოლიტიკა. თუ თქვენზე მიმდინარეობს ზეწოლა, დააკვირდით, თუ თქვეს გარდა ვინმეს კიდევ დევნიან, ან რაიმე სხვა აზრი თუ გააჩნია სხვას, ამის შემდეგ გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ღონისძიების თანამშრომლებს დაუყოვნებლივ.
თუ ორგანიზატორები შეშფოთებული არიან ინდივიდის ქცევით, ან მიიღეს საჩივარი მასზე, მათ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული სიტუაციის დროს. ეს შეიძლება მოიცავდეს ინდივიდის გაფრთხილებას; ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდის გაძევება.
პირს, რომელიც დევნის სხვას, ან, რომლიც საფრთხეს უქმნის ღონისძიების ჩაშლას, შეიძლება გააძევონ.
რაიმე შეკითხვა დაკავშირებული ამ პოლიტიკის განხორციელებასთან, უნდა განიხილოს ორგანიზატორებთან.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოდ არსებობისთვის, სასარგებლოა შემდეგი საკონტაქტო ნომრების ცოდნა:
- ღონისძიების ორგანიზატორების ნომერი
- ადგილობრივი სასტუმროს უსაფრთხოების ნომერი
- ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების ნომერი
- ადგილობრივი სექსუალური ძალადობის ცხელი ხაზი
- ადგილობრივი საგანგებო და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ნომერი
- ადგილობრივი ტაქსის კომპანიის ნომერი
იხილეთ აგრეთვე
მსგავსი პოლიტიკა კონკრეტული სახის ღონისძიებებისთვის:
- ფონდი ვიკიმედია: ფონდ ვიკიმედიის მეგობრული სივრცის პოლიტიკა
- კატალონიური ვიკიმედია: Protocol contra agressions i assetjament (კატალანური)
- WMAT: ვიკიმედია ავსტრიის საღონისძიებო გზამკვლევი
- WMAU: ვიკიმედია ავსტრალიის უსაფრთხო სივრცის პოლიტიკა
- WMCH: ვიკიმედია შვეიცარიის საპატიო ქცევის პოლიტიკა
- ვიკიმედია ვაშინგტონი: ვიკიმედია ვაშინგტონის მეგობრული სივრცის პოლიტიკა
- WMID: ვიკიმედია ინდონეზიის მეგობრული სივრცის პოლიტიკა; ინგლისურად
- WMNYC: ვიკიმედია ნიუ-იორკის მეგობრული სივრცის პოლიტიკა
- ვიკიმედია გაერთიანებული სამეფო: ვიკიმედია გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობის პოლიტიკა
- WMAM: ვიკიმედია სომხეთის მეგობრული სივრცის პოლიტიკა (სომხური)
- WMSE: Wikimedia Sveriges Riktlinjer för inkluderande möten (ინგლისურად)
- WMPL: ვიკიმედია პოლონეთის მეგობრული სივრცის პოლიტიკა
- WMNL: ვიკიმედია ნიდერლანდების მეგობრული სივრცის პოლიტიკა (ნიდერლანდური) (ინგლისური)
დაკავშირებული პოლიტიკა და გვერდები:
- Keeping events safe
- Event Ban policy
- ქცევის კოდექსი ვიკიმედიის ტექნიკური სივრცისათვის, მათ შორის ღონისძიებების ჩათვლით
მეგობრული სივრცის ონლაინ პოლიტიკა: